რეზონანსი
13.08.2023

სტიქიის მასშტაბის და ზომების გათვალისწინებით არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში შეიძლება დასრულდეს სამძებრო სამუშაოები. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ადგილზე შესაბამისი სამუშაოებისთვის სრული რესურსია მობილიზებული.

„რა თქმა უნდა, სრული რესურსის მობილიზებით სამძებრო სამუშაოები ხორციელდება, თუმცა მასშტაბის და ზომების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში და როდის შეიძლება დასრულდეს მთლიანად სამძებრო სამუშაოები. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ საზოგადოებას პრაქტიკულად ყველა სიახლის და ყველა მიმდინარე განახლების შესახებ სრულად ინფორმაცია მიეწოდება", - დასძინა მან.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაკარგულს ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×