რეზონანსი
13.08.2023

შოვის ტრაგედიის დროს დაკარგული მანანა ჯაჭვაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს:

"შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ჩვენი ოჯახის წევრს მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ...( მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ )

მანანა დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ხვალ ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე.. ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს..." - წერს ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში.

მასთან ერთად დაკარგული მარინა ხორბალაძის ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს, 4 წლის ბავშვი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×