რეზონანსი
12.08.2023

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს ფეხისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება, გუშინ, გონიოს ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×