რეზონანსი
12.08.2023

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდთან ისე აფეთქებების ხმა გაისმა, დღეს უკვე მეორედ.

რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებნ ინფორმაციას, რომ ხიდი ისევ დაკეტილია. აფეთქბების შესახებ იტყობინება "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე საჰაერო თავდაცვა მუშაობს, ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანება. ყირიმის ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს ქერჩის სრუტეზე.

მანამდე 12 აგვისტოს რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა სცადეს. ხიდზე მოძრაობა შეწყდა, შემდეგ კი კვლავ აღდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×