რეზონანსი
11.08.2023

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი, რომელიც კლინიკაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა, რამდენიმე კი კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, ხელვაჩაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, ფაქტი სოფლის გზაზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×