რეზონანსი
11.08.2023

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, მე პირადად ვმოძრაობ, ჩემი ოჯახი მოძრაობს, ჩემს გარშემო ყველა და რიკოთი დღეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო.

მისი თქმით, რიკოთის პროექტი არა მარტო დღეს, დასრულების შემდეგაც უსაფრთხო იქნება, რადგან საერთაშორისო სტანდარტით ხორციელდება.

„149-ე კილომეტრზე აბსოლუტურად ყველა ზომაა მიღებული. არ ჩამოშლილა მეწყერი, წინასწარ რისკი და საფრთხე რომ შეფასდა და მომეტებულად ჩაითვალა, მაშინ დავკეტეთ, გავაკეთეთ ყველაფერი იმდაგვარად, ახლა მოძრაობაც რომ მიმდინარეობს, არის უსაფრთხო.

მომავალში, ეს პროექტი რომ განხორციელდება, ასევე იქნება უსაფრთხო. არა მარტო მშენებლობა, გზა, ხიდი, გვირაბი, არამედ მოძრაობაც იმიტომ, რომ საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტითაა. დასრულებული რიკოთი იქნება უსაფრთხო, კომფორტული და ბევრად მაღალი გამტარობის", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×