რეზონანსი
11.08.2023

გაიჟღერა ბრალდებამ ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, თითქოს უკონტროლოდ ხდება ფინანსების ხარჯვა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების შემდეგ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თავად ახორციელებს ფულის გადარიცხვას, - ამის შესახებ რიკოთის პროექტზე საუბრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა

„გაიჟღერა ბრალდებამ ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, თითქოს უკონტროლოდ ხდება ფინანსების ხარჯვა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას მოვიყვან და ყველასთვის ნათელი იქნება, თუ რა აბსურდზეა საუბარი. არცერთი გადახდა არ წარმოებს საზედამხედველო კომპანიის შესაბამისი დადასტურებების, დოკუმენტაციის წარმოდგენის და სხვადასხვა ფორმების დადასტურების გარეშე. მას შემდეგ რაც ეს არის დადასტურებული და გადაეგზავნება საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შესაბამისი გადამოწმების შემდეგ ხდება ამ დოკუმენტაციის მიწოდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტზე, რომელიც, თავის მხრივ, თავად ახორციელებს ფულის გადარიცხვას", - აცხადებს ქარსელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×