რეზონანსი
09.08.2023

როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ასეთი კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, ამის წინსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წყლის დაგუბებას ხეობაში ადგილი არ ჰქონია და ყველას მოუწოდა არ გაავრცელონ დეზინფორმაციული ცნობები.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქმე გვაქვს კომპლექსურ სტიქიურ პროცესთან. სავარაუდოდ ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასა ჩამოწვა, მოხდა მყინვართან შეჯახება და ამან გამოიწვია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი, რომელიც განვითარდა ხეობაში. მსგავსი ტიპის მოვლენის წინასწარ პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი", - აღნიშნა თანდილაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×