რეზონანსი
08.08.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ ეტაპზე შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში მოხალისეების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს. ამის შესახებ თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„თუკი დადგება დღის წესრიგში მოხალისეების საჭიროება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც გამოიყენებს ამ რესურსს და ეს იქნება რესურსი, რომელიც ბაზებში გვაქვს დაფიქსირებული და დარეგისტრირებული. ამ ეტაპზე საჭიროება არ დგას", - განაცხადა მღებრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×