რეზონანსი
08.08.2023

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სამოხელეო დანაშაულის გამოსავლენად ოპოზიცია დროულ გამოძიებას ითხოვს. პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ იკვეთება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, რაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გულისხმობს.  

"დღეს მოვედი საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისია მოვითხოვე შოვთან დაკავშირებით. ოპოზიციას აქვს საშუალება ეს საგამოძიებო კომისია შექმნას კანონმდებლობით. შოვის შემთხვევა ორ ნაწილად იყოფა. კონკრეტული პასუხისმგებლობა კოტეჯებთან დაკავშირებით, სამშენებლო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი კონკრეტული შემთხვევა და სისტემური პოლიტიკური პასუხისმგებლობა", - განაცხადა ანა დოლიძემ

პარტია "ლელო" კი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დროულად დაადგინონ იკვეთება, თუ არა მომხდართან დაკავშირებით ჩინოვნიკების ბრალეულობა.

შეგახსენებთ, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლებით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×