რეზონანსი
05.08.2023

"ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი", - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, სტიქიის ზონაში, მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, დაკარგულთა შორის, სავარაუდოდ, 8 ბავშვია.

"მიმდინარეობს ამოცნობითი სამუშაოები, აქტიური სამუშაოები მიდის ღამეც და ვცდილობთ. ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ასეთი მაგალითად დეენემის ანალიზია. დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის სამწუხაროდ 7 თუ 8 ბავშვია. ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ამ სტიქიის არიდება შეიძლებოდა, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს დეზინფორმაციაა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×