რეზონანსი
05.08.2023

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ნა­პოვ­ნი ერთ-ერთი ცხე­და­რი ზაზა მეს­ხის მე­უღ­ლეს, ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა­ი­ას ეკუთ­ვნის. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მეს­ხის ყო­ფი­ლი ცოლი ავ­რცე­ლებს.

„პირ­ვე­ლი სი­ახ­ლე გვაქვს და არ არის კარ­გი. ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ვი­ყა­ვით და და­ვად­გი­ნეთ, რომ ალი­ნა 3 აგ­ვის­ტოს გარ­დაც­ვლი­ლა შო­ვის სტი­ქი­ა­ში. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი სული. და­ნარ­ჩენ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ზაზა მეს­ხზე და ჩვენს შვი­ლებ­ზე ჯერ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი", - წერს ზაზა მეს­ხის ყო­ფი­ლი ცოლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხი შოვ­ში, ერთ-ერთ კო­ტე­ჯში და­სას­ვე­ნებ­ლად მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. 3 აგ­ვის­ტოს ისი­ნი შო­ვის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×