რეზონანსი
05.08.2023

3 აგ­ვის­ტოს, შოვ­ში მომ­ხდარ მე­წყერს, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნი­დან 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, ცნობილია, რომ მაშ­ვე­ლე­ბი 25 და­კარ­გულს ეძე­ბენ.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი 11 ადა­მი­ა­ნი­დან 6 იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. მათ შო­რის არის ნინო კენ­ჭა­ძე, რომ­ლის ცხე­და­რიც მა­მამ ამო­იც­ნო. ინ­ფორ­მა­ციას ამის შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

„სამწუხაროდ, ამოიცნეს. დავკარგეთ ჩვენი ძვირფასი ნინო", - წერენ სოციალურ ქსელში.

ნინო შოვ­ში მე­გობ­რებ­თან, გვან­ცა ბუ­ბაშ­ვილ­თან და სა­ლო­მე ხე­თა­გურ­თან ერ­თად იყო. გვან­ცას და სა­ლო­მეს შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. სა­მი­ვე გო­გო­ნა ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კალ­ცის წყლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნით გა­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, სტი­ქი­ის შემ­დეგ კი მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო „სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×