რეზონანსი
05.08.2023

3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო „სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს 210 ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრომ­დე 25 ადა­მი­ანს ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან. შოვ­ში მაშ­ვე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია ჯა­რიც. ნა­პოვ­ნია 11 გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი. და­ღუ­პულ­თა შო­რი­საა გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლიც.

გო­გი­ნაშ­ვილს მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი, მოძ­რა­ო­ბა „რი­ო­ნის ხე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი იხ­სე­ნებს:

„გი­ორ­გის ახ­ლოს ვიც­ნობ­დი, ის ჩვენ­თან ჩა­მო­ვი­და თბი­ლი­სი­დან და პრო­ტეს­ტის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­მოგ­ვი­ერ­თდა, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩვენ­თან ერ­თად და არ გვტო­ვებ­და. ჩვენ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი რჩე­ბო­და კარ­ვებ­ში და მათ შო­რის იყო გი­ორ­გიც. რა გი­თხრათ, სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო. მას დიდი ღვაწ­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი მთელს ამ ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც 554 დღე გაგ­რძელ­და, სულ ჩვენ­თან იყო, არ და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვართ.

გი­ორ­გი ოპე­რა­ტო­რი იყო და გა­და­ღე­ბებ­ში გვეხ­მა­რე­ბო­და, კარ­გად იცო­და ეს საქ­მე, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მა­შინ ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა. ის უამ­რავ პრო­ცეს­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, თა­ნაგ­რძნო­ბას იჩენ­და იმ პრო­ცე­სის მი­მართ, რაც რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მი­დი­ო­და. ის მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბით, თავ­და­დე­ბი­თა და თვი­სე­ბე­ბით, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. ძა­ლი­ან დამ­წყდა გული... გი­ორ­გის 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. რო­გორც ვიცი, შოვ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იყო, მის მე­გო­ბარს ჰქონ­და კო­ტე­ჯი და იქ იმ­ყო­ფე­ბო­და, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში. რა და რო­გორ მოხ­და, არ გვაქვს და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია" - განაცხადა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×