რეზონანსი
05.08.2023

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.

შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×