რეზონანსი
05.08.2023

შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 11 ცხედრიდან 6-ის ცხედარი ამოცნობილია.

„შესაძლოა, იყოს გვამებიც, ამიტომ სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად, ცოცხალი ძალით მძიმე ტექნიკასთან ერთად. რაც შეეხება გუშინდელ მიცვალებულებს, როგორც ვიცი, ამ ეტაპზე 11-დან 6 ცხედარი ამოცნობილია. ისინი იმყოფებიან პროზექტურაში და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები დანარჩენის ამოსაცნობად", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×