რეზონანსი
05.08.2023

სასტუმრო „სანსეტ შოვის" მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე ჩამოიშალა. ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 25 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

დაკარგულებს შორის არიან სამი მეგობარი: სალომე ხეთაგური, გვანცა ბუბაშვილი, ნინო კენჭაძე.

„ბევრი კითხულობს მდგომარეობას. გვანცა ბუბაშვილი და გოგონები ჯერ არ გამოჩენილან, კიდევ ეძებს სამაშველო. არც მანქანა იძებნება. აიქლაუდით (ჯიპიესით) ფიქსირდებიან უწერაში, მაგრამ ყველაფერი 50/50-ზეა, უამრავი ვარაუდია, ზუსტი პასუხის გაცემა კითხვებზე კი შესაბამისად შეუძლებელი.

მოკლედ და ერთი შეხედვით, რთული სიტუაციაა, რომელსაც თან წვიმაც დაემატა კვლავ. ველოდებით სამაშველოს, რაიმე სიახლეს, რაიმე პასუხს. ეძებენ დამატებით 30-35მდე ადამიანს. მადლობა გვერდში დგომისთვის."- წერს დაკარგული გოგონების მეგობარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×