რეზონანსი
05.08.2023

გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო გან­მარ­ტავს, რა პრო­ცე­სებ­მა გა­მო­იწ­ვია შოვ­ში სტი­ქია.

რო­გორც სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სტი­ქი­ის დროს 5 პრო­ცე­სის თან­ხვედ­რა მოხ­და. კერ­ძოდ, მათი გან­მარ­ტე­ბით, მყინ­ვა­რე­ბის - ბუბა და თბი­ლი­სას ინ­ტენ­სი­ურ­მა დნო­ბამ და თან­მდევ­მა ნა­ლექ­მა დი­ნა­მი­კა­ში მო­იყ­ვა­ნა ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მყა­რი ნა­ტა­ნი, გან­ვი­თარ­და აქ­ტი­უ­რი გვერ­დი­თი ერო­ზი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი და ასე­ვე, ად­გი­ლი ჰქონ­და ნა­პი­რე­ბის გა­რე­ცხვას, ე.წ სა­ნა­პი­რო მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, რაც შემ­დგომ გა­და­ი­ზარ­და ღვარ­ცოფ­ში.

„გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ სტი­ქი­ურ გე­ო­ლო­გი­ურ და ჰიდ­რო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სე­ბის ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლის მიზ­ნით, სტი­ქი­ის ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან - გე­ო­ლო­გე­ბი­სა და ჰიდ­რო­ლო­გე­ბის მიერ რამ­დენ­ჯერ­მე გან­ხორ­ცი­ელ­და ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ჩა­ტარ­და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი.

მდ. ბუ­ბას­წყლის ხე­ო­ბა­ში (მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დი), მყინ­ვა­რე­ბის ბუბა და თბი­ლი­სას ინ­ტენ­სი­ურ­მა დნო­ბამ და თან­მდევ­მა ნა­ლექ­მა დი­ნა­მი­კა­ში მო­იყ­ვა­ნა ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მყა­რი ნა­ტა­ნი, გან­ვი­თარ­და აქ­ტი­უ­რი გვერ­დი­თი ერო­ზი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი. ასე­ვე, ად­გი­ლი ჰქონ­და ნა­პი­რე­ბის გა­რე­ცხვას. ე.წ სა­ნა­პი­რო მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, რაც შემ­დგომ გა­და­ი­ზარ­და ღვარ­ცოფ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მდ. ბუ­ბის­წყა­ლი არ ხა­სი­ათ­დე­ბო­და ღვარ­ცო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით; მას­შტა­ბურ ღვარ­ცო­ფის გავ­ლას ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. თუმ­ცა, სტი­ქი­ის დროს მოხ­და 5 პრო­ცე­სის თან­ხვედ­რა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ მომ­ზა­დე­ბულ დას­კვნებს, გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ყო­ველ­წლი­უ­რად მზად­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო გე­ო­ლო­გი­ურ ბი­უ­ლე­ტე­ნი, სა­დაც აღ­წე­რი­ლია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გე­ო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ან­გა­რი­შო წელს და პროგ­ნო­ზი შემ­დგო­მი წლი­სათ­ვის. 2022 წლის ბი­უ­ლე­ტენ­ში სა­უ­ბა­რია მდ. დღვი­ო­რა­ზე, რო­მე­ლიც არის მდ. ჭან­ჭა­ხის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დი, სა­დაც ხში­რია ღვარ­ცო­ფუ­ლი ნა­კა­დე­ბის გავ­ლა.

ეს ლო­კა­ცია 1,5 კი­ლო­მეტ­რით ქვე­მოთ მდე­ბა­რე­ობს სტი­ქი­ის ზო­ნი­დან მდი­ნა­რის დი­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მდ. ბრდღვი­ო­რას ხე­ო­ბა სულ სხვა მორ­ფო­ლო­გი­ურ და გე­ო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­შია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გე­ბის მიერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად, ცნო­ბი­ლია, რომ მდ. ბუ­ბის­წყალ­ზე (ჭან­ჭა­ხის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დი) გან­ვი­თა­რე­ბულ ღვარ­ცოფს, ასე­თი დიდი მას­შტა­ბის პრო­ცესს წარ­სულ­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია; შოვ­ში ასეთ მოვ­ლე­ნა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. გან­სხვა­ვე­ბით სოფ. გლო­ლას მიმ­დე­ბა­რე ლო­კა­ცი­ის­გან, მდ. ჭან­ჭა­ხის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კად დღვი­ო­რას­გან, სა­დაც ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა ხში­რია. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ლო­კა­ცი­ა­ზე ღვარ­ცო­ფის სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ არის ინ­ფორ­მა­ცია მო­ცე­მუ­ლი გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ მომ­ზა­დე­ბულ ყო­ველ­წლი­ურ გე­ო­ლო­გი­ურ ბი­უ­ლე­ტენ­ში და არა მდ. ბუ­ბის­წყალ­ზე (ჭან­ჭა­ხის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დი)",- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×