რეზონანსი
28.07.2023

თელ-ავივის აეროპორტში ქართველი დააკავეს, რომელიც ორთოდოქსალური ებრაელის ტანისამოსში იყო გამოწყობილი და ისრაელში უკანონოდ ჩასვლას ცდილობდა. მანამდე 33 წლის ქართველი ისრაელის სპეცსამსახურებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას ორჯერ დააკავეს. ამჯერად ის თელ-ავივში იტალიის ქალაქ ბერგამოდან ჩაფრინდა.

საზღვარზე შემოწმებისას ქართველმა ებრაული რელიგიური წესების სრული არცოდნა აჩვენა. იმ ფაქტმა, რომ ის ისრაელში შაბათს ჩაფრინდა, ეჭვი თავიდანვე გააჩინა - ორთოდოქსალური ებრაელები შაბათს მკაცრ წესებს იცავენ - ისინი არ მუშაობენ და, როგორც წესი, არ მოგზაურობენ.

როდესაც ოფიცრებმა ჰკითხეს ქართველს, თუ რატომ ჩამოფრინდა ისრაელში შაბათს, მან უპასუხა, რომ ავტობუსზე ეჩქარება. სინამდვილეში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათს ისრაელში არ მუშაობს.

საბოლოოდ, ქართველს ისრაელში შესვლაზე კვლავ უარი უთხრეს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×