რეზონანსი
27.07.2023

მომღერალი, ნინი შერმადინი, სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და მიტოვებული ჩვილის შესახებ წერს:

“დედამ ბავშვი მიატოვა… დედამ ბავშვი მიატოვა… რამდენი ლანძღავთ იმ უბედურ გოგოს? მოიკითხა მაინც ვინმემ რა ბედი ეწია? რამდენი წლისაა დედა, არავის დაებადა კითხვა რამ აიძულა ასე მოქცეულიყო. მიტოვებული შვილების 99 პროცენტი დედას ეძებს, პატიობს და გულში იხუტებს თავის დატანჯულ დედას, რომელმაც საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, რასაც სინდისის ქენჯნა ქვია… მარიამს აუცილებლად გამოვუჩნდებით პატრონები, ჩემს გარდა მილიონი დედა, ქალი, კაცი წერს, რომ იშვილებს. დედაც მოვიკითხოთ, იქნებ დედაც საშველია…” - დაწერა ნინი შერმადინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×