რეზონანსი
20.07.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, სასწრაფოდ გააფართოვონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის არსებული ყველა მარშრუტი და მარცვლეულის ტრანსპორტირების ნებისმიერ შეზღუდვას მიუღებელი უწოდა.

„მაშინ, როდესაც რუსეთი ანადგურებს მარცვლეულის ინიციატივას, იერიში მიაქვს უკრაინის პორტებზე და ცდილობს სარგებელი მიიღოს სურსათზე ფასების ზრდით, უკრაინამ და ევროკავშირმა ყველა ღონე უნდა იხმარონ უკრაინიდან სურსათის ექსპორტის გასაადვილებლად, განსაკუთრებით სოლიდარობის გზების ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების შესაძლებლობების მაქსიმიზაციის გზით", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას -ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი- სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის, სულ მცირე, წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში წარადგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×