რეზონანსი
20.07.2023

ფულის გადახდა საქართველოს დასანქცირების სტრატეგიის შესამუშავების მიზნით არის უკიდეგანო ბოროტება ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს უკეთესი მომავლის წინააღმდეგ მებრძოლ რეინკარნირებულ ბოლშევიკთა გაერთიანებაა.

„ერთ-ერთი ამონარიდი სააკაშვილის მიერ ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი თანხების დანიშნულებიდან:

Strategy on persuading U.S. Senators to pursue sanctions against the Republic of Georgia - „ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გატარებაში".

ფულის გადახდა საქართველოს დასანქცირების სტრატეგიის შემუშავების მიზნით არის უკიდეგანო ბოროტება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამაზრზენად მავნებლური ქმედება განახორციელა ჩვენი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედმა "ერთიანმა ბოლშევიკურმა მოძრაობამ".

ძალაუფლების მოპოვების მანიაკური წყურვილით შეპყრობილმა პოლიტიკურმა კერპთაყვანისმცემლებმა მკაფიოდ აჩვენეს ჩვენს ძვირფას ხალხს თუ რაზე არიან წამსვლელი საკუთარი ავხორცი ვნებების დასაკმაყოფილებლად.

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს უკეთესი მომავლის წინააღმდეგ მებრძოლ რეინკარნირებულ ბოლშევიკთა გაერთიანებაა. საქართველო გაიმარჯვებს", - წერს ბრეგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×