რეზონანსი
20.07.2023

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.

„ქართველ ხელოვანთა რიგებს კიდევ ერთი ადამიანი-ლეგენდა, ქართული ცეკვის ვირტუოზი, ბატონი ომარ მხეიძე გამოაკლდა.

მას კარგად ვიცნობდი, რადგან ხშირად მოდიოდა ჩვენთან და თავისი შემართებით, ქვეყნის სიყვარულით, მონდომებით გამოირჩეოდა.

ღმერთმა აცხოვნოს ბატონი ომარის უკვდავი სული და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა", - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II სამძიმრის წერილში.

საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×