რეზონანსი
20.07.2023

რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის შემდეგ, 19 ივლისს ევროპულ ბაზრებზე ხორბლის ფასი, წინა დღესთან შედარებით, 8,2 პროცენტით გაიზარდა და ერთი ტონის ფასმა 235,75 დოლარი შეადგინა. ამასთან ერთად 5,4 პროცენტით გაძვირდა სიმინდი. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

ხორბლის ფასმა 8,5 პროცენტით მოიმატა აშშ-შიც. ასე სწრაფად ხორბლის ფასმა ერთ დღეში უკანასკნელად 2022 წლის თებერვალში მოიმატა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება" 17 ივლისს დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×