რეზონანსი
19.07.2023

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, პიერ-ალექსანდრე კრევომ, რომელიც გუშინ „ნაციონალურ მოძრაობაში" ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნა, განაცხადა, რომ იმედი აქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისივე შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს სააკაშვილის შეწყალების საჭიროებას".

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ალექსანდრ კრევო არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და ის იყო სტაჟიორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×