რეზონანსი
19.07.2023

რაც უნდა ეწეროს და რამდენი ფულიც არ უნდა იყოს დახარჯული, შედეგი გვაჩვენებს, რომ არაეფექტურადაა დახარჯული. მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, ასე ფულის ხარჯვას თავი დაანებოს, ფულის ხარჯვას სხვანაირად მიჰყოს ხელი, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, სააკაშვილი ისევ ციხეში ზის და ეს აჩვენებს ფულის არაეფექტურ ხარჯვას.

„ფული ძირითადად პიარკამპანიებში იხარჯება. როცა ციხეში ზიხარ, მგონი, ფულის ხარჯვა მაინც და მაინც სწორი გამოსავალი არაა. შეიძლება, ამით დასავლეთში სხვა იმიჯს იშენებს - პოლიტპატიმრის სტატუსს, პუტინის პატიმრის. იმ თვალსაზრისით არ არის ეფექტურობა, რომ პატიმარი ისევ ციხეში ზის", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა" (Akerman) და „ჯიპი ინთერნეიშენალმა" (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×