რეზონანსი
18.07.2023

როდესაც ჩემს წყაროებთან საქართველოზე ვსაუბრობ, ისინი ამბობენ, რომ საქართველომ უკრაინას უფრო მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი და უნდა შეხედოს უკრაინას, როგორც მაგალითს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა „ქრონიკას" განუცხადა.

„როდესაც ჩემს წყაროებთან საქართველოზე ვსაუბრობ, ისინი ორ რამეს ამბობენ. პირველი: მათ სურთ, რომ საქართველომ უფრო მკაფიოდ გამოხატოს უკრაინისადმი მხარდაჭერა. მეორე: საქართველომ უნდა შეხედოს უკრაინას, როგორც მაგალითს, რომ თუ უკრაინა ამ მიზანს მიაღწევს, ეს საქართველოს შემთხვევაშიც შესრულდება. საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი კვლავ ღიაა", - აცხადებს იოზვიაკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×