(11.02.2021)

რეკლამა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის მამაკაცი ნ.ტ დააკავა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. საუბარია არასრულწლოვან გოგონაზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ამ ამბის შესახებ შეიტყო. ნ.ტ-ს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე