(12.02.2020)

რეკლამა

ეს ანგელოზები მიტოვებული შენობის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ🙏 ვაკო 3 წლისაა და ხშირად მშიერი იძინებს, 1 წლის საბუკა კი დაუნის სინდრომით და გულის მანკით დაიბადა, პატარას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და როცა ძალიან შია კრუნჩხვებში ვარდება😥 დედასაც მკურნალობა და წამლები სჭირდება... მაგრამ წამლებს ვერ სვამს 😞 მისთვის წამალი რომ იყიდოს პატარები დარჩებიან პურის გარეშე😥(მეუღლე ხშირად მტვირთავად გადის ხოლმე, მაგრამ იმ დღის ფული საბუკას პამპერს არ ჰყოფნის)

ოთახის კედლები დაბზარულია, ფანჯრებიდან ქარი უბერავს...

მათი საუზმე, სადილი, სამხარი და ყველაფერი ერთჯერადი სუპისგან დამზადებული კერძია 😥

მაიკო საოცარი გოგოა და ამას ვიდეოდანაც მიხვდებით😥 საწაულად თბილი და მზრუნველი დედიკოა...

გული მიკვდება რომ ვუყურებ საბუკას კბილებიც კი არ ამოსდისო ...

ყველაზე დიდი ტკივილია უყურო შვილებს, რომლებსაც შიმშილისაგან გული მისდით და გამოსავალი არსად ჩანს....

ყველაზე დიდი ტკივილია როცა იცი, რომ ხვალაც გაყინული და საშინელი დღე გაგითენდება 😞

მაიკოს მისმართი: რუსთავის ავტობაზრობამდე არ მისული, ნანგრევები, სამხედრო სასწავლო ცენტრის გვერდით / 568415140

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე