(25.10.2019)

რეკლამა

ჩხუბი ერთერთი სუფრის წევრებსა და მუსიკოს შორის მოხდა. მამაკაცებმა კონკრეტული მუსიკის შესრულება მოითხოვეს, რაზეც მუსიკოსმა უარი განუცხადა, ამის შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება უკვე ჩხუბში გადაიზარდა, რაც ინვენტარის დამტვრებით და რამდენიმე ადამიანის დაშავებით დასრულდა.

ჩხუბის დროს იყო იარაღიდან გასროლის ხმაც, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ ეს იყო ე.წ. სასტარტო იარაღი, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს და მისი გასროლაც სიტუაციის განეიტრალლების მიზნით მოხდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ექიმებმა მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 მამაკაცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე