(28.06.2019)

რეკლამა
 

მოხეილ საააკაშვილის ვიდეოში გამოთქმულ ბრალდებებს კოკა ყანდიაშვილმა თავისი "ფეისბუქიდან" უპასუხა:

"სააკაშვილმა, წუხელ მეასედ შემრაცხა რუსეთის ჯაშუშად. ამჯერად დააზუსტა - ვიცი ბავშვობიდან დაავერბოვკეს, ოჯახში პრობლემების გამოო... 😂 

რატომ არ მიაღებინე კანონი ლუსტრაციის შესახებ, შენს ნოტარიუს პარლამენტს? დღემდე ყველა ეწინააღმდეგებით მაგ კანონის მიღებას - იმიტომ, რომ დაკარგავთ ექსკლუზივს - რუსეთის აგენტები ეძახოთ - საქართველოს ერთგულ შვილებს!!!

ზუსტად თუ იცოდი, რას მეძმაკაცებოდი - ?

მაქებდი, მადიდებდი, დითირამბებს მიმღეროდი?

ან რატომ არ დამიჭირე - ?

ან რუსებმა, მთლად ბავშვობაში დავერბოვკებული აგენტის ისტორია გაგანდეს?

და თუ გაგანდეს - ისევ აგენტი როგორ ვარ?

ჩამოყალიბდი - შე ნაძირალა! არ გასწავლეს KGB-ს ჯარებში ლეგენდის მნიშვნელობა?

მე ყოველთვის ვიყავი საქართველოს "აგენტი", ვარ და ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე! 

შენ კი მიშა, ყოველთვის იყავი, ხარ და იქნები საქართველოს დაუძინებელი მტერი!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე