(23.06.2019)

რეკლამა
 

"ეურონიუსისათვის" მიცემულ ინტერვიუში საქარტველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ტურისტები კვლავ უნდა ჩამოვიდნენ, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, რომლებიც, მომხდარის გამო, ფსკერზეა. ამ საკითხების გადაჭრა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებას მაგრამ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს ტურისტებზე, მოსახლეობასა და საქართვეოსი მშვიდობიან გარემოზე”.

მან აღნიშნა, რომ რუსეთთან დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოში მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოვიდა და არც ერთი ინციდებტიც კი არ დაფიქსირებულა მოსახლეობასა და რუს ტურისტებს შორის.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, “ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, რადგან ამაშია ჩვენი ძალა. რუსეთთან პოლიტიკური პრობლემები გვაქვს და ყველა ვიმედოვნებთ, ერთ დღესაც, ყველაფერი მოგვარდება,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე