(19.08.2018)

 აჭარაში დასასვენებლად ჩასული ლალი მოროშკინა აღშფოთებას ვერ მალავს საყოველთაო ნარკომანიისა და გახშირებული მანქანების ძარცვის გამო.

აი რას წერს იგი ფეისბუქში:

"როდესაც ჟურნალისტი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ან უბრალოდ მედიური სახე იწყებს პოლიციის ქებას- ეს ცუდია... მეტიც, კარგავ ე.წ. "ვოჩდოგის" ფუნქციას, მაგრამ გამიგეთ, ეს უნდა ითქვას!!!!

მთელი სეზონი ვაკვირდები გურია-აჭარის პოლიციის მუშაობას,და ეს იმ პირობებში, როდესაც კურორტზე ღიად " მუშაობს"ქურდების ე.წ. ქუთაისური დაჯგუფება, რომლებიც ტეხენ და ძარცვავენ მანქანებს და თუ ფაქტზე არ დაიჭირე, მოგეხსენებათ ვერაფერს გახდები...

ჩადებას აღარ ვართ და ეს კარგია.

გამწარებული ტურისტები უშვერი სიტყვებით ლანძღავენ პოლიციას და ისინიც დიპლომატიურად ცდილობენ დაზარალებულების დაშოშმინებას( ჩვენი მანქანაც ვერ გადაურჩა ვანდალიზმს და თბილისში სარკეების გარეშე ვიმგზავრეთ)

მეტალი აიტანს, მაგრამ ის რაც ხდება კონცერტებზე და პარლებსა და ბულვარში, ცალკე კატასტროფაა!

ჩემს თვალწინ დუჟმომდგარი ხუთი 16-17 წლის გოგონა სასწრაფომ წაიყვანა...

მანამდე ფოტო გადავუღე როგორ ექაჩებოდნენ მომაკვდინებელ ბოლს ლიკანის ბოთლიდან, მაგრამ არ დავდე შეგნებულად! 

გაფრთხილება კი მივეცით, მაგრამ რამოდინიმე წყვილმა შუშის თვალმა მიგვახვედრა, რომ ჩვენი საქმე არაა!!!

და ბოლოს, აი მართლა

საწყალი პოლიციელები!!! რას იტანენ!!!

ეგზალტირებული, დუჟმორეული, ერთმანეთზე დარეული ამორფული მასა, რომლებიც ურტყამენ და აფურთხებენ პოლიციას, მაშინ როდესაც ისინი ცდილობენ მათ შარდიდან და ნარწყევიდან ამოყვანას!!!!!

ეს რა ვნახე!!!

რატომ მიიყვანეთ ჩემი ქვეყანა სოდომის კართან, რატომ???

რა ქნას პოლიციამ, თუ კანონი ხელ-ფეხს უბოჭავს???

ალბათ მაინც უნდა დამედო ფოტო, მაგრამ მათ მშობლებს ვერიდები....

P.S. ახალგაზრდები დავიბრუნოთ ჯერ, თორემ დაკარგული ტეროტორიებიც უკან მოგვრჩება და ახალიც დაემატება..."

ჩაწერა სახელი
ეკა (21.08.2018)
ეს კატასტროფააა.მე მგონი სჯობს ნახონ საკუთარი თვალით მშობლებლმა და ზომები მიიღოს ქალბატოო ლალი😨😨

ლელა (20.08.2018)
რას ქვია მშობელი დაინდეთ?!ფოტო აუცილებლად დადეთ,რომ გამოფხიზლდნენ არ მარტ ამ ბავშვების არამედ ყველა ბავშვის მშობელი,რომ უფრო მეტი ყურადღება და ინტერესი გამოიჩინონ თავიანთი შვილების მიმართ,რომ ახალგაზრდებმა თავი არ დაიღუპონ,ისედაც გადაგვარების და გადაშენების პირას ვართ.გთხოვთ აუცილებლად დადეთ ფოტოები ქალბატონო ლალი