რეზონანსი
(20.05.2020)

იურისტი ინგა ბერიკაშვილი გიორგი და ნიკა რურუების შესახებ წერს:

"ყველას გვახსოვს თბილისის 90-იანი მძიმე წლები... 10 წლის ვიქნებოდი იმ წელს, როცა ეს შემზარავი ფაქტი მოხდა. ცეკვიდან კონკურსი მქონდა სპორტის სასახლეში და დედამ იქ დამტოვა. პირველი ადგილი ავიღეთ მაგრამ ჩემი კლასელის თამუნას გარდა არავინ არ მოვიდა, დედა არასოდეს მტოვებდა ასეთ დღეს მარტო და სალხში ფეხით წავედი 10 წლის ბავშვი რადგან გზის ფულიც არ მქონდა.

მოგვიანებით გავიგე, რომ დედა ფილარმონიის სალაროებთან რურუებმა და მისმა მკვლელების ბანდამ ჩაცხრილა, მამა კი ავტომატის კონდაცით ისი მიცემეს სახე არ ეტყობოდა. ბოროტების საძმოს ფილარმონიის სალაროს გაქურდვა უნდოდათ მაგრამ დედამ და მამამ რომლებიც ფილარმონიაში მუშაობდნენ ამისი უფლება არ მიცეს.

30 - მდე ტყვია ესროლეს დედას და რომ არა სასწაული იმისა, რომ პლასტმასის ტყვიები იყო ავტომატში დღეს ობლები ვიქნებოდით მე და ჩემი ძმა. დედა სისხლისგან იცლებოდა და გადაიყვანეს ვაკის მეცხრე საავადმყოფოში. მოგვიანებით რურუები თავისი ბანდით მიყვარდნენ დედას და დაემუქრნენ შვილების სიცოცხლის მოსპობით თუ იჩივლებდა და რამეს იტყოდა. ეს ისტორია ძალიან კარგად იცის ყველამ ვინც იქ მუშაობდა მაშინ რადგან ხალხით იყო სავსე, ამ ნაძირლებს ხომ არავისი არ ერიდებოდათ.

ხოდა მათ გასაგონად ვწერ ახლა, ჯერ გარდაცვლილი რურუა და ახლა ეს პატიმარი რურუა ანგელოზი რომ გგონიათ და მათ მზეს იფიცებთ, თქვები ოჯახის წევრები რომ ჩაეცხრილათ ან სხვა ზიანი მიეყენებინათ კიდე ასე დაიცავდით? თუ თქვენი იმპოტენტი შვილები იმდახურებენ სიცოცხლეს და ყველაფერს საუკეთესოს და მათ მიერ ჩაცხრილული ვაჟკაცები არა? როცა მკვლელების მხარეს ხარ, მათზე უარესი არარაობა ხარ!"- წერს ინგა ბერიკაშვილი.

ჩაწერა სახელი
Kaxeli (21.05.2020)
Mere tuki ici rom magan mokla iaragis kidvas ra unda midi da gauxvrite shubli.

მედეა (21.05.2020)
"წერე და იკითხე"--ვინ გამოგეხმაურება? ყ ვ ე ლ ა მ ყველაფერი იცის, მაგრამ ...რეაგირება არ ხდება--"ასეა საჭირო და იმიტომ"! ვერ მივხვდებით ჩვენ რატომაა ასე საჭირო, "მაგი არ არის ჩვენი საქმე"! "დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი"!? გული დაიცხე ჯობია!

ვაი ვაი (21.05.2020)
სიკეთე მარტო კინოებში იმარჯვებს, ცხოვრებაში ყველაფერი პირიქითაა