რეზონანსი
(23.03.2020)

უგეზო მთვარეა00:01 დან 04:58 დე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დაურეკეთ, მოიკითხეთ ახლობელი ადამიანები, მეგობრები, ისინი ვისთანაც დიდი ხანია კომუნიკაცია არ გქონიათ. გადაამოწმეთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია.

კურო

კარგია დღე შემეცნებისა და განვითარებისთვის, ცოდნის ამაღლებისთვის, გააანალიზეთ მიმდინარე პროცესები.

ტყუპები

შემოქმედებითად სასიკეთო პერიოდია, შეიტანეთ სიახლეები, გამოიყენეთ ახალი მიდგომები, რათა უფრო საინტერესო გახადოთ თქვენი საქმიანობა.

კირჩხიბი

ახლა კარგი იქნება თუ თვითგანვითარებასა და თვითრეალიზებას მეტ დროს დაუთმობთ. ნუ შეეცდებით მკვეთრად შეცვალოთ რამე. გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები, იმისათვის რომ შეიქმნათ კომფორტი.

ლომი

აქტიურობა და მიზნისკენ შეუპოვარი სწრაფვა წარმატებას მოგიტანთ, თუმცა საკმაოდ დიდი ენერგიის ხარჯვა დაგჭირდებათ ამისათვის.

ქალწული

დღეს სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეებს ნუ წამოიწყებთ, შესაძლოა გარკვეულმა მოულოდნელობამ იჩინოს თავი.

სასწორი

დღეს დაგეგმილი საქმეები, სამომავლოდ საკმაოდ კარგ შედეგს გამოიღებს. ახლა ეცადეთ ყველაფერი გონივრულად გათვალოთ.

მორიელი

შესაძლოა, ადრე ჩაფიქრებული გეგმა სწორედ დღეს განახორციელოთ, შექმნილი გარემოება ამის შესაძლებლობას მოგცემთ.

მშვილდოსანი

შეცვალეთ თქვენი ცხოვრების სტილი, იზრუნეთ თქვენი სასიცოცხლო ძალებისა და ენერგეტიკის ამაღლებაზე.

თხის რქა

იმოქმედეთ გახსნილად და პირდაპირ, ახლა შეგიძლიათ თქვენი ძალების დემონსტრაციაც მოახდინოთ, წარმატება თქვენს მხარესაა.

მერწყული

ადრე დახარჯულ თქვენს დროსა და ენერგიას ამაოდ არ ჩაუვლია, კარგი შედეგებითა და კოლეგების გულთბილი დამოკიდებულებით მეტად კმაყოფილი დარჩებით.

თევზები

მდგომარეობა თანდათან გამოკეთდება, ნელ-ნელა ენერგიის მატებასაც იგრძნობთ, მთავარია არ აჰყვეთ ნეგატიურ, მაცდუნებელ უსიამოვნო ფიქრებს და ყველაფერი კარგად იქნება.

ჩაწერა სახელი