რეზონანსი
(23.03.2020)

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, დიანა ჭანკოტაძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ემოციებზე წერს:

,,დღეს ლილის საავადმყოფოში 68 წლის ექიმი კორონა ვირუსით გარდაიცვალა, ასევე მძიმედაა რამდენიმე ექთანი… საგანგებო მდგომარეობას ბევრი ადამიანი არ იცავს, რაც საქმეს კიდევ ართულებს.

დღეს ტელევიზიებმა გადმოსცეს, რომ საგანგებო სახლში დარჩენის მდგომარეობა 4 ან 6 კვირით კიდევ გაიზრდება.

12 წლის სიცხიანი გოგონა მიიყვანა მამამ ექიმთან, აუხსნა, რომ გოგონა ცოტა ხნის წინ ლეიკემიას ებრძოდა და დაამარცხა, რომ ახლა ახველებს და სიცხე აქვს. ექიმი დაუდასტურა ვირუსის არსებობა, მაგრამ სახლის პირობებში მკურნალობაზე უკან გააბრუნა. ადამიანებისთვის ადგილები შეზღუდულია, ათავსებენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს. დაცული არავინ არის.

დღეს საფრანგეთი ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ქვეყნის 70 პროცენტის დაავადება, ვინც გადარჩება, გამოიმუშავებს იმუნიტეტს და გაძლიერდება, სუსტები დაიღუპებიან…

მე მახველებს, სიცხე არ მაქვს, მივიღე ვირტუალური რეცეპტები და ასევე ექიმის რჩევა თუ სუნთქვა გამირთულდა, სასწრაფოში გადავიდე.

მართალი გითხრათ, არ მეშინია, მხიარულად ვატარებ დროს, მთელი ფანტაზიები ჩავრთე ბავშვების გართობაში, რა აღარ გავიხსენე…

მჯერა, რომ მალე მზე გამობრწყინდება და ვირუსს მილევს, რომ საქართველოში წამოვალ და უკან, აი, ამ ევროპაში, სადაც ხელისუფლებიდან დაწყებული  ადამიანებს ყველაფერი ბოდიში და, ცალ ფეხზე ჰკიდიათ, აღარასდროს დავბრუნდები.

დავსახლდები ჩემს სოფელში, მეყოლება ძროხა, ქათმები, დავთესავ სიმნდსა და ლობიოს, არ ვივლი ქალაქში, ვიმუშავებ სოფლის სკოლაში მასწავლებლად, ასევე სახლის ეზოში მოვაწყობ სკოლას და ვასწავლი სოფლის ბავშვებს უფასოდ ფრანგულს. ვიცხოვრებთ ასე ჯანსაღად მხიარულად… კორონამ უცებ დაგვილაგა მომავალი”.

ჩაწერა სახელი
მარინა (28.03.2020)
ღმერთმა ყველა ჯანმრთელი დავაბრუნოთ.ერთი რამ გამკვირვებია ასეთი უმადურნი სად დაიბადეთ.

ეს არის სიმართლე (27.03.2020)
სამშობლოს ვერაფერი ვერ შეედრება.უბრალოდ ჩვენი ცხოვრების დონე უნდა გავუტოლოთ ევროპულს.დანარჩენში ვისაც უნდა შეგვეჯიბროს.

ნათელა (24.03.2020)
ბევრი დაუბრუნდება სოფელს და ქვეყანა გაძლიერდება

გოგა შეითნიშვილი (24.03.2020)
ვერცერთ ქართველს-საქართველოს🇬🇪❤ვერცერთი ქვეყანა ვერ შეგვიცვლის!უმადურებაა იყო განაწყენებული,მაშინ რიდესაც საფრანგეთია ხელგაშლილი,სამართლიანი და ძალიან კეთილი ხალხის სიმბოლო და ქვეყანა!Vive la France.

გულო (24.03.2020)
მარტო ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით,რადგან მე თვითონაც საფრანგეთში ვარ და ამ პატარა ქალაქში ძალიან კეთილი ადამიანები ცხოვრობენ. უბრალოდ ადამიანებს ვგულისხმობ აი ამ ცხელ პერიოდშიც კი ცდილობენ მოგვამარაგონ ანა თუ იმ პროდუქტით. ეს ჩემთვის დიდი ყურადღება ა უცხო ქვეყანაში.ცუდი და როგორც თქვენ თქვით ფეხებზე მკიდია ადამიანები ყველგან არიან სამწუხაროდ. ღმერთმა გამოგვიყვანოს ამ დგომარეობიდან ყველა🙏🏼 და ღმერთმა მომცემს გამძლეობა რომ ახლო მომავალში შევძლოდ ჩვენს ქვეყანაში აყვავება.

თინა (23.03.2020)
გისმინოს ღმერთმა და ჯანმრთელობას გისურვებ. მალე დაბრუნებოდე შენს ერს და ბედნიერად გეცხოვროს გაბრწყინებულ საქსრთველოში❤

simartle (23.03.2020)
qalbatono Diana,sabuti rom moeca safrangets dabrundebodit saqartveloshi?tqven da tqvenistanebs minda mogmartot ratom koveltvis itxovt mets kvelasgan,gadaxedet safrangets mis teritorias da mosaxleobas ra sididisaa da ramden shenistana emigrants inaxavs da emsaxuraba,tvlit rom valdebulebi arian? me safrangetshi vcxovrob da chems qalaqshi uamravi leikeemiit daavadebuli qartvali miigas da ganmkurnes komfortul saavadmkofishi tanac ufasod, da ojaxis wevrebic ki chamoukvanes ufasod sheifares,misces droebit sacxovrebeli ufasod achmevdnen da asmevdnen,icit dges chemi ojaxis wevrebi am mdzime gamocdis dros roca qvekniereba mwvave pandemias covidi-19 ebrdzvis mati sicocxlis riskis safasurad emsaxurebian sasogadoebas xalxs pirdapir contaqtshi arian da pirnatlad asruleben samsaxureobriv da moqalaqeobriv movaleobas,magram chven ar vwuwunebt da replikebit ar vamcirabt qvekanas sadac vcxovrobt! tqven kai ded-mamis shvilo tu miwac gaqvs sofelic datesva da mosavlis mokvana shegidzliat rato cxovrobdit safrangetshi sadac qveknis kmakofaze mkofi umaduri da kidev mets itxovt evropisa da misi qvekana safrangetidan?dafiqrdit amazec!

რუსლან (23.03.2020)
ეს კორონა ვირუსი კიარა ჭკუის წამალი ყოფილა