რეზონანსი
(22.03.2020)

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და ჟურნალისტი, დინა მირცხულავა, სოციალურ ქსელში, წერს:

"მოკლედ, ჩემი არაბი მეზობლის შვილს დაუდგინდა კორონა ვირუსი...

მოვიდნენ ექიმები და დაგვისვეს შეკითხვები, გვქონდა თუ არა შეხება და ა. შ.

ვუთხრი, რომ ვსარგებლობთ საერთო სამზარეულოთი და ვანა - ტუალეტით და შესაბამისად შეხებაც გვექნებოდა.

მეოთხე სართულიდან მეორეზე ჩამოგვიყვანეს და მხოლოდ სიცხის გაზომვა დაგვავალეს ყოველდღე.

დაავადებული ბავში დატოვეს სახლში და დაუტოვეს წამლები.

ოჯახის არც ერთ წევრს არ ჩაუტარეს ტესტი.

დაპანიკებული და შეშინებული წავედი ჩემს ექიმთან და ვუთხარი, რაც მოხდა ჩემს კორპუსში.

რომ ბავშვი ისევ იქაა და არც კი წაუყვანიათ კლინიკაში.

- ბავშვი გრიპის სახით გადაიტანსო.

შენ თუ დაინფიცირებული ხარ 14 - ე დღეს გამოვლინდება ყელის ტკივილითო.

- ყელი ერთი კვირის წინ მტკიოდა და წამალიც დამინიშნეთ - მეთქი.

მოძებნა კომპიუტერში ჩემი ისტორია, ნამდვილად ასეაო.

მერე ფეხზე წამოდგა, თავი დამიკრა და მითხრა - გილოცავთ, თქვენ ისე გადაიტანეთ კორონა, ვერც კი გაიგეთო და კარამდე მიმაცილა...

აი, აღარ ვიცი რა ვიფიქრო... გვეღადავებიან ?!"

ჩაწერა სახელი