რეზონანსი
(10.10.2019)

 (რეზონანსი) ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"1000 ოქრო იმას ვინც, შალვა თადუმაძეს პირდაპირ ეთერზე დაითანხმებს", - წერს გრიგოლია.

ცნობისთვის, პარლამენტში გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენდნენ.

თადუმაძის მოსმენა თითქმის 9 საათი გაგრძელდა.

თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციას მისი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ გაუჩნდათ.

 

ჩაწერა სახელი