რეზონანსი
(10.10.2019)

 "ოჯახური, ისტორიული საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ: "დიდოსტატის მარჯვენა" ბატონმა ბიძინიმ დაწერა", - 

ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის პასუხს კითხვაზე თუ ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა". 

თადუმაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვაზე, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, უპასუხა, რომ არ იცის.

რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს აღნიშნული კითხვით იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე მიმართა, სადაც მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში უსმენდნენ.

ჩაწერა სახელი
*** (10.10.2019)
არ მინდოდა და მაინც მათქმევინე: მორიელივით ხარ, იმას გესლავ ვინც გიშველა და ციხიდან დაგიხსნა, დარწმუნებული ვარ შენთან სააკაშვილიც მართალი იქნებოდა, თავისუფლების ღირსი ყველა არ არის.

feola (10.10.2019)
რა იყო დიდი ხანია თავზე არავისთვის დაგიფსამს. შ.დ.შ

maka (10.10.2019)
ეეეეეეეხ!!! :(