რეზონანსი
(09.10.2019)

 ტყუპები

ეს ნიშანი თავისი არაორდინალური ხასიათისა და ორმაგი ბუნების გამო ერთ–ერთ ყველაზე ცუდ ნიშნად ითვლება. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ჩადენილი კრიმინალური დანაშაულების ყველაზე მცირე რაოდენობა სწორედ ტყუპების ხარჯზეა. ეს ერთი მარტივი მიზეზით აიხსნება. მათ არავინ აღელვებთ იმ დონეზე, რომ მათ გამო ტკივილი გამოიწვიონ ან ვინმე მოკლან.

მერწყული

მერწყულს კარგი გული აქვს, თუმცა მისთვის ყველაფერი სამართლიანობას ეფუძნება. ეს ნიშანი ყველაზე საშიშ სიაში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს, რადგან ზედმეტად ქარიზმატული, ჭკვიანი და ეგოცენტრული ადამიანია. თუ მას რაიმე სახით უსამართლოდ მოექცევით, იგი იპოვის ყველაზე ჭვიანურ და მტკივნეულ ხერხს თქვენთვის სამაგიეროს გადასახდელად. მისი ყველაზე დიდი იარაღი მანიპულაციაა.

ლომი

ალბათ ყველას გეგონათ, რომ ლომს სიის თავში იპოვიდით, თუმცა ეს ნიშანი არც ისეთი საშიშია როგორც გგონიათ. კრიმინალური სტატისტიკების მიხედვით ლომები უმეტესად მკვლელობას მაშინ სჩადიან, როდესაც ყურადღების მიპყრობა სურთ. ამას ლომის იმპულსური და მომთხოვნი ხასიათი იწვევს.

სასწორი

სასწორი კეთილი გულის მქონე სამართლიანი ადამიანია, თუმცა მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ისინი ყოველთვის მზად არიან სამაგიერო გადაუხადონ მას, ვინც მათი ასეთი კარგი ბუნებით ბოროტად ისარგებლებს. მას აქვს ძლიერი ღირებულებები, რის გამოც სასწორის მიერ ჩადენილი დანაშაული არასოდესაა ნაჩქარევი და მოულოდნელი. ისინი ყოველთვის კარგად ემზადებიან შეტევისთვის, რაც მათ ცხოვრებას აბალანსებს.

ქალწული

ეს ნიშანი მშვიდი, ჩუმი და მომთმენი არსებაა, რომელიც პრობლემების გადაწყვეტის მოწოდებით იბადება. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას მოითხოვს პრობლემის მოგვარება, იქნება ეს ქურდობა, მკვლელობა თუ ძარცვა. მათი დიდი ინტელექტი ყოველთვის საუკეთესო იარაღია დანაშაულის ადგილიდან გამოჭერის გარეშე წასვლისთვის. ქალწულს ყველაზე მეტად ჰაკერული შეტევები და მსგავსი ტიპის შეტევა უხდება.

თევზები

ეს სენსიტიური და ძალიან ემოციური ნიშანი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორია, თუმცა როდესაც თევზების პროვოცირება ხდება, მათ არ ეშინიათ საპირისპირო მხარისთვის ჯოჯოხეთის მოწყობა. მათ დამოკიდებულებასთან აქვთ პრობლემა, ამიტომ თევზების მიერ ჩადენილი დანაშაულები ყოველთვის ნარკოტიკებს ან მსგავსი სახის კრიმინალს მოიცავს.

თხის რქა

თხის რქა გაწონასწორებული ნიშანია, იგი არც სიკეთისკენ იხრება და არც კრიმინალისკენ. თუმცა, მისი გაბრაზება მაინც არ ღირს. ამ ნიშნის წარმომადგენლები უდიდესი მაზოხისტური მიდრეკილებებით გამოირჩევიან ასეთ შემთხვევაში და მათ მიერ ჩადენილი მკვლელობა შესაძლოა სხვებისავით ჭკვიანური არ იყოს, თუმცა კოშმარებს აუცილებლად დაგმართებთ.

მორიელი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები თავისუფლად იმსახურებენ უდიდესი არსენალის მქონე და ყველაზე სადისტი პიროვნების ტიტულს. თუ თქვენ მათ ბნელ მხარეს გაააქტიურებთ, ისინი იქნებიან ბოროტი, აგრესიული და შურიანი ერთდროულად. ისინი ასევე გულგრილებიც არიან და ნებისმიერ კრიმინალურ აქტს სინანულის გარეშე ჩაიდენენ.

ვერძი

ეს ნიშანი ყველაზე საშიში და გაბოროტებული მაშინაა, როდესაც ვინმე კარნახობს თუ რა უნდა გააკეთონ მათ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ისინი რამეს არასწორად აკეთებენ და ვინმეს შენიშვნის მიცემა მოუვა აზრად. ვერძი გამოირჩევა ჯიუტი ხასიათით და გუნდის ლიდერის თვისებები აქვს. ამის გამო, მას სხვისი ჩაგვრის გამო შურისძიებაც ადვილად შეიძლება მოუნდეს მოძალადეზე. მათ ვერასდროს გააკეთებინებთ ძალით რაიმეს, ხოლო რაც მათ სურთ, მაგას უნაკლოდ შეასრულებენ. ამიტომ არიან ისინი საუკეთესო დაქირავებული ჯარისკაცების მსგავსი.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ვინმეს პატიება უბრალოდ არ შეუძლიათ. ეს მათ ყველაზე საშიში ზოდიაქოების სიის ტოპ სამეულში მარტივად ახვედრებს. აჯობებს ყოველთვის დაუფიქრდეთ თუ რას აკეთებთ ან ამბობთ მათ ირგვლივ ყოფნისას. თუმცა, ეს ნიშანი მკვლელობას მხოლოდ მაშინ მიმართავს, თუკი სხვა გამოსავალი არ რჩება. მისი სტილი ქურდობა და ჩუმი ძარცვაა. აგრეთვე კვალის დატოვების გარეშე, იდეალური შურისძიება.

კურო

ჯიუტი, მომთხოვნი და ადვილად განსარისხებელი ნიშანი ტემპერამენტული ხასიათით გამოირჩევა. ის ადვილად ერთვება ჩხუბში, რის გამოც მისთის ერთ–ერთი ყველაზე საშიში ზოდიაქოს ნიშნის ტიტულის მინიჭება სამართლიანია. მათ ხალხის ირგვლივ ყოფნა არც ისე არ უყვართ, ამიტომაც კურო უფრო ფინანსური კრიმინალის ჩადენისკენ იხრება.

კირჩხიბი

საბოლოოდ, კრიმინალების ლიდერი კირჩხიბია. ამ ნიშნის ადამიანებს ყველაზე ხშირად იჭერენ, რადგან მათთვის უცხო არაა შურის, ვნებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე ბოროტების ჩადენა. მათ იმდენად არასტაბილური მენტალიტეტი აქვთ, რომ ხასიათი გამუდმებით ეცვლებათ. როდესაც კირჩხიბი ვინმეს მოკლავს, იგი აუცილებლად დატოვებს მსხვერპლის სხეულზე ისეთ სადისტურ ნიშანს, რომ ყველა მიხვდება ვინ ჩაიდინა ეს.

ჩაწერა სახელი