რეზონანსი
(08.10.2019)

 (რეზონანსი) ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"მალე ბევრს გავახარებ, იმათაც კი, ვისაც ჩემი წარმატება არ უხაროდა. არც კი მჯერა რომ მტერი მყავს, იმიტომ, რომ მე არავის მტრობა არ შემიძლია. არავის ჯიბრზე არ მიცხოვრია და არავის შესაშურად წინ არ წავსულვარ.

ახლა მე ამერიკაში ვარ, სასაფლაოზე მივდივარ, ქართველი ემიგრანტების ნატანჯ სულს და საფლავებს პატივი უნდა მივაგო. ხანმოკლეა ტანჯვა, ხანმოკლეა სიხარული, ხანმოკლეა წარმატება, ხანმოკლეა სიცოცხლე. დატკბი და შეირგე სიცოცხლე, ის მხოლოდ სიყვარულით, სიკეთით და სითბოთი შეიძლება ასაზრდოო".

ჩაწერა სახელი