რეზონანსი
(11.09.2019)

 (რეზონანსი)როგორც აღმოჩნდა, მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს მისივე კოლეგა, ია ფარულავა თავის სატელევიზიო შოუში - „ფარულ კონვერტში" ეპატიჟება. თუმცა ნაკაშიძე მას ცივ უარს ეუბნება. როგორც მსახიობი ამბობს, ის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს საუბრობს და მით უმეტეს, ფულის სანაცვლოდ, ამის გაკეთების სასტიკი წინააღმდეგია.

გიორგი ნაკაშიძე: - ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს, რომლის წითელი ხაზის გადაკვეთა, მე პირადად, არ მსურს. რატომ უნდა ვილაპარაკო, ვის ვხვდები, ლოგინში მიძვრებით, თუ რა არის? მაინცადაიმაინც სანთელი დავაჭერინო ვიღაცას? რა საჭიროა? თუმცა მსახიობების დიდი ნაწილი მზად არის თავის პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ. მე არ ვარ მაგ კატეგორიაში. შემოქმედების მიღმა რაც არის, უკვე ჩემი პირადი სივრცეა. ეს კი საჯაროდ განსახილველი თემა არ არის. ია ფარულავა თავის გადაცემაში მეპატიჟება და არ მივდივარ. არ ვარ ჭორაობის და პიარების ტიპი! სვამდი - არ სვამდი? უნდა დაიწყონ... მერე 5 ათას ლარად ისეთი სიმართლე უნდა გათქმევინონ... 5 ათას ლარად სინდის-ნამუსი უნდა გავიყიდო, თუ რა არის? რა „ძიშოვობაა"?! არ მინდა ვთქვა. ეს არის მსოფლიოში სატელევიზიო ფანდები, აბსოლუტური ფეშენი, რაშიც არანაირად არ მივიღებ მონაწილეობას. სხვა ღირსების და კოდექსის მატარებელი გახლავართ

 

წყარო: "პრაიმტაიმი"

 

ჩაწერა სახელი
Gulo (12.09.2019)
Ai kaci ra sachiroa sarecxivit gamofena sheni cxovrebis is RAC shenia shenshi unda daimarxos bolomde sxvas arunda chaaxedo shig kaci xar kacuri Batoni Giorgi gurseuli adamiani iqceva tqvensavit idgegrzelet

Gaixare,kaci xar kacurì (12.09.2019)
Nato

მანანა (11.09.2019)
აი კაცი,აბა რა არ უნდა იყიდებოდნენ,ფულის გამო.გაიხარე

მაკა (11.09.2019)
გაიხარე გიორგი

Manana (11.09.2019)
Gaixaret

Shokiko (11.09.2019)
Martali brdzandebit araa sachiro chveni cxovreba xvelam.icides