რეზონანსი
(12.06.2019)

 (რეზონანსი) ინტერნეტ-გიგანტი Facebook-ი ლონდონში საინჟინრო ცენტრს ხსნის, წერს გამოცემა Deutsche Welle.

კომპანიის მენეჯმენტმა დღეს განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი ზეწოლაა სხვადასხვა ხელისუფლებების მხრიდან, რომ სოცილურმა ქსელებმა საკუთარი პლატფორმები გააკონტროლონ. ამისთვის Facebook-ი დამატებით 500 თანამშრომელს დაიქირავებს, რომლებიც ვებგვერდის დასაცავად ტექნიკურ ინსტრუმენტებს შექმნიან.

გამოცემის ცნობით, 2019 წლის მაისში Facebook-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე 3 მილიონი ყალბი გვერდი წაშალა. Facebook-ი წნეხის ქვეშ მას შემდეგ არის, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომპანია აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საკუთარი პლატფორმის გამოყენების საშუალება „რუსეთის ტროლებს" მისცა.

imedinews.ge

 

ჩაწერა სახელი