რეზონანსი
(12.06.2019)

 ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში მამაკაცი თავს დაესხა ერთ-ერთი ბანკის ფილიალს,სადაც მან მოლარეს მოსთხოვა მისთვის დაუყოვნებლივ მიეცა ფული ,წინააღმდეგ შემთხვევაში, შავ ნივთს,რომელზეც მიანიშნა რომ ხელყუმბარა იყო, ,ააფეთქებდა. ბანკის თანამშრომელმა გადაწყვიტა,არ გაერისკა და თავდამხმელს 4400 დოლარი გადასცა. შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ ის , იგივე ბანკის სხვა ფილიალს იმავე მეთოდის გამოყენებით თავს დაესხა და გაიტაცა 3300 დოლარი. პოლიციამ ეჭვმიტანილის დასაკავებლად,მისი მობილური ოპერატორის მონაცემები გამოიყენა .დაკავების შემდეგ ნათელი გახდა,რომ თავდამსხმელი ხელყუმბარის ნაცვლად შავ ფრად შეღებილ ავოკადოს იყენებდა.

ჩაწერა სახელი