რეზონანსი
(16.05.2019)

 გასაკვირი არ არის, რომ მრავალმა ადამიანმა მიაგნო და გამოცადა ფულის დაკარგვის და მოპოვების გზებს, გაითვალისწინა ცრურწმენები და ხალხური რჩევა-დარიგებები. აქ ჩამოთვლილია უკვე ნაცადი და გამოცდილი ხერხი, თუ როგორ მოვიხვეჭოთ ფული და როდის არ ვისესხოთ და არ გავასესხოთ თანხა.

როდის არ უნდა გავასესხოთ ფული?

1. თუ მსესხებელი ამ ნასესხები თანხით აპირებს დაფაროს კრედიტი ან რაიმე სახის ფინანსური დავალიანება. ამ შემთხვევაში კრედიტორი ძალიან რისკავს, რადგან ფინანსურ წარუმატებლობას იზიდავს ამით და შესაძლოა თავად აღმოჩნდეს ვალებში.

2. თუ მსესხებელი დაკრძალვაში აპირებს ამ თანხის დახარჯვას. ამ შემთხვევაში კრედიტორის საყვარელ ადამიანს შეექმნება საფრთხე. ამიტომ, მოსალოდნელი ცუდის თავიდან აცილებისთვის, ამ მიზნისთვის ან ნუ გაასესხებთ თანხას, ან უბრალოდ აჩუქეთ მსესხებელს.

3. თუ მსესხებელს უკანასკნელ თანხას აძლევთ რაც გაგაჩნიათ და თავად არაფერი გრჩებათ იმიტომ, რომ წუთი-წუთზე ელოდებით ხელფასის დარიცხვას ან გზავნილს, ეს შეცდომაა. ეს დიდი პრობლემას და ფინანსურ დანაკარგებს გამოიწვევს.

4. თუ მსესხებელს ფულს კვირა დღეს ან დაღამებულზე აძლევთ, ეს გამოიწვევს სიღარიბეს და წარუმატებლობას.

როდის არ ვისესხოთ ფული?

ფულის გასესხების არასასურველ ფაქტორებზთან ერთად, არანაკლებ გასათვალისწინებელია ფულის სესხების საკითხი.

1. ექსპერტები არ გვირჩევენ ფული ვისესხოთ ორშაბათ დღეს.

2. სამშაბათს შეგიძლიათ, რომ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ისესხოთ ფული.

3. ოთხშაბათს დილით არა, თუმცა საღამოს შეგიძლიათ ისესხოთ ფული და დაფაროთ ვალები.

4. ხუთშაბათი, ფულის ოპერაციების შესასრულებლად, ყველაზე ხელსაყრელი და ენერგეტიკული დღეა. ამიტომ, ხუთშაბათს განხორციელებული ყველა ტიპის ფინანსური გარიგება, ძალიან ნაყოფიერი იქნება ყველა შემთხვევაში.

5. პარასკევი ცუდი დღეა ფულის დასაბრუნებლად, ამიტომ თუ ნასესხები გაქვთ და მის დაბრუნებას პარასკევს აპირებდით, გაგაფრთხილებთ, რომ დიდი ალბათობით მის დაბრუნებას ვერ მოახერხებთ. კრედიტორის რისხვის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, თუ დაბრუნების დღედ პარასკევს არ აირჩევთ.

6. ფულადი ტრანზაქციებისთვის შაბათი ერთ-ერთი ხელსაყრელი დღეა. თუ ფულის სესხება-გასესხებას დააპირებთ, მაშინ ეს დღის ბოლომდე უნდა მოახერხოთ, გახსოვდეთ, რომ დადებითი ენერგია ამ ოპერაციების შემთხვევაში, მხოლოდ დღის ბოლომდე მოქმედებს.

ჩაწერა სახელი