რეზონანსი
(09.11.2018)

 (რეზონანსი) მომღერალი ნინი შერმადინი გათხოვილი ქალების სილამაზის კონკურსის "მისის პლანეტა 2018"-ის გამარჯვებული გახდა.

"მეგობრებო, მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე გუშინ განვიცადე. მე წარვადგენდი საქართველოს „მისის პლანეტა 2018"- ზე. ეს არ გახლავთ სილამაზის კონკურსი, ეს არის წარმატებული ქალბატონების კონკურსი, სადაც ფასდება ინტელექტი, ტალანტი, ხასიათი, შრომისმოყვარეობა, სილამაზე და თავდაჯერებულობა. ეს არ არის სამოდელო კონკურსი, სადაც მოდელები გამოდიან, თორემ მასე ჯერ არ გავგიჟებულვარ, მანდ გავსულიყავი.

"რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ როცა ვხედავ ჟიური და ხალხი როგორ უდგას ფეხზე საქართველოს და არა მე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკას, ფატუნას და ირინა პაპაზოვას, რომ მაიძულეს და დამარწმუნეს მონაწილე ვყოფილიყავი ამ არაჩვეულებრივი კონკურსის, რამაც კიდევ უფრო შემმატა საკუთარი თავის რწმენა. დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის!"- წერს ნინი შერმადინი ფეისბუქზე.

ჩაწერა სახელი