რეზონანსი
(10.10.2018)

 (რეზონანსი) ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს:

ერთი მაისური ამოარჩია და კიდევ რაღაც პარკიანად გადადო. ბოლო ურნის გადარჩევით იყო დაკავებული, დასუფთავების სამსახური რომ მოვიდა. მაქსიმალურად ნელა დაიწყეს ბიჭებმა ურნების დაცლა, პირველი რომ დაცალეს, შეჩერდნენ, გახედეს...

- მოვრჩიო - გაუღიმა და წავიდა.

ღიმილის ფოტოც გადავიღე, მაგრამ ის მარტო ჩემია, დამფრთხალი, შეცბუნებული და მაინც ამაყი ღიმილის ფოტო მარტო ჩემია.

არ მორჩა, ახალდაწყებული ჰქონდა მესამე ურნის გადახედვა.

არ მორჩა - სხვა ურნებიც აქვს სანახავი.

არ მორჩა - ხვალ დილით ისევ უნდა გამოვიდეს.

არ მორჩა სიღატაკე ნაცების და ქოცების ქვეყანაში.

 

ჩაწერა სახელი