მარიამ კუპატაძე
(10.05.2018)

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოახერხა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს აღარ არის რისკ-ფაქტორი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

"ეს იყო ნამდვილად კიდევ ერთი, მორიგი, გარდამტეხი არჩევნები, საკვანძო არჩევნები. მაშინ, იმ დროისათვის, ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი იყო ჩვენი მთავარი ოპონენტი, "ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოვახერხეთ ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს აღარ არის რისკ-ფაქტორი ჩვენი დემოკრატიული განვითარებისათვის და ქვეყანა აგრძელებს შეუქცევად წინსვლას დემოკრატიული მიმართულებითა და ყველა სხვა მიმართულებით, რომლებიც არის მნიშვნელოვანი, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.

მისივე თქმით, ასევე, 2017 წლის არჩევნებში "ოცნებამ" პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებისთვის" აღარ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს? ამ შეკითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): პარლამენტის თავმჯდომარეს, შესაძლოა, თავისი მოსაზრებები აქვს, მაგრამ მე რასაც სააკაშვილთან მიმართებაში ვუყურებ, თავისუფლად გადაადგილდება, აქაც აპირებს ჩამოსვლას, "ნაციონალური მოძრაობა" ფარ-ხმალს არ ყრის.

ჩემი სუბიექტური აზრით, მათ ყოველთვის შეუძლიათ საიმისო რესურსის გამოძებნა, რომ მორიგი რევანშისთვის მოემზადონ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პატარ-პატარა პარტიის მსგავს ორგანიზაციებად ჩამოყალიბდა და რამდენიმე პარტიული სუბიექტი არსებობს, რომელთაც ერთნაირი იდეოლოგია აქვთ, ერთი წარმომავლობა.

მე სუბიექტურ აზრზე დავრჩები და ვიტყვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა და ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს ასეთი ოპონენტებისაგან თავის დასაცავად, რადგან, საბოლოო ჯამში, ხალხი დაზარალდება.

 მიხეილ ღანიშაშვილი  (მწერალი):  მე ვფიქრობ, რომ ცოტა ზედმეტი თავდაჯერებულობაა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. "ნაციონალურ მოძრაობას", ყველამ კარგად ვიცით, რომ სტაბილური ამომრჩეველი მაინც ჰყავს და ეყოლება კიდევაც, როგორც ჩანს. აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები.

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ნეტავ არ წარმოადგენდეს, ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" აღზევება ხდება, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ეს არის ბოროტმოქმედთა გუნდი, რომელმაც ძალიან ბევრი შავი საქმე ჩაიდინა.

ამიტომ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ცოტა უფრო პოლიტიკური კლიმატის შექმნას ემსახურება, ვიდრე რეალობის ასახვას. მე ვფიქრობ, რომ წარმოადგენს და მინდა ისიც ვთქვა, რომ საზოგადოება ამას გაარჩევს, სად არის ქვეყნის მომავალი და სად - წარსული. მიშა თავის გუნდთან ერთად ჩაბარდა ისტორიას, ეს უნდა დამთავრდეს.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): ვეთანხმები, რისკ-ფაქტორს შესაძლოა, არ წარმოადგენს, მაგრამ ის სამწუხაროა, რომ ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს ისევ. საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" კარგიც და ცუდიც.

ხშირად კამათში საუბარია: "სახელმწიფო შექმნეს, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს", კი, ბატონო, ამას არავინ უკარგავს, მაგრამ ცუდიც ძალიან ბევრი გააკეთეს, რითიც დადებითი გადაწონეს. ხალხი უკმაყოფილო, შეშინებულია და ის პერიოდი, როგორც კოშმარი, ისე ახსოვს.

ვიმეორებ, სამწუხარო ფაქტია, რომ რისკ-ფაქტორი თუ არა, ერთადერთი ალტერნატივა სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა", არჩევნებზე ვნახავთ, რომ სწორედ ეს ორი მხარე დაუპირისპირდება ერთმანეთს. გული მწყდება, რომ საქართველოში მეტი ალტერნატივა არ შეიქმნა, უფრო საღი, ჯანმრთელი და რეალური.

ჩაწერა სახელი
ლი (06.06.2018)
კუდრაჭა ირმას! შენმა პარლამენტარმა სიძემ , კარგად გააგებინოს ტიპიურ რობოტს - კობახიძეს! თქვე საცოდავებო ძილშიც მიშა გესიზმრებათ, ამ 6 წლის მანძილზე რა უსინდისო ხერხს არ მიმართეთ, გამორჩეული პიროვნებები ციხეში ჩასვით, უამრავი ადამიანი გაანთავისუფლეთ სამსახურებიდან და თქვენი უტვინო არაფრის მქონე ქოცები დასვით მათ ადგილებზე, ნაცების დიდი ნაწილი მოისყიდეთ, პირველ რიგში სამარცხვინო ბოკერია-უგულავას ჯგუფი, ე.წ. ევროპელები, ჩერგოლეიშვილის მთავარ სამიზნედ მიშასთან ერთად რუსთავი 2 გახადეთ, მაგრამ ჩემო არარაობებო, მაინც ვერ გატეხეთ ნაციონალები. ასე რომ, გასკდით გულზე ნაციონალები თქვენ და თქვენ სატელიტ უსინდისო პარტიებს მალე წირვას გამოუყვანს! ყველაზე მთავარი ისაა, თქვე არარაობებო, ნაცები აღარ არსებობენო და თუ რაიმე ბერკეტი გქონდათ ყველაფერი ჩართეთ, გარყვნილი რამიშვილის, ყანდიაშვილის, ხაინდრავა-გაჩეჩილაძეები და ყველას ვერ ჩამოვთვლი, უამრავი ნაძირალა, მაგრამ მაინც არაფერი გამოგივათ მოსახლეობა იღვიძებს, მოუსმინეთ საქართველოს 10 რეგიონის ადამიანების ხმას!!!!

li (31.05.2018)
წითელი ინტელიგენციის უბადრუკო წარმომადგენლებო, პირველ რიგში სამარცხვინო არსებას ვარდოსანიძეს მივმართავ - ბოროტი და არარაობები თქვენა ხართ, რომლებმაც ვერ შეიფერეთ ის აღმშენებლობა, რასაც მიშა წლების მანძილზე ატარებდა. თქვენთვის ხომ მხოლოდ კრიმინალურ სამყაროში ცხოვრებაა მთავარი! რა თქმა უნდა, არ მოგწონდათ ის დიდი ძვრები რაც ქვეყანაში ხდებოდა! სინდის გარეცხილებო, ხმას როგორ იღებთ, გამდიდრით არა 0 ბიძოს ლოკვით, რასაც ვერ იღებდით მიშასგან! მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ, ყველაფერი ზნედაცემული ნადგურდება , სიმართლე იმარჯვებს! ასე რომ მალე გიხილავთ ჭაობის ფსკერზე! და ბოლოს გასკდით გულზე --- მიშა მაგარია და დე-გოლივით მალე დაბრუნდება დიდ ასპარეზზე!