გვანცა წულაია
(05.03.2018)

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად, შესაძლოა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაასახელოს. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მმართველი პარტიიდან აცნობეს. როგორც "კურიერის" წყარო ამბობს, წულუკიანის კანდიდატურას ბიძინა ივანიშვილი ემხრობა.

"ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პრეზიდენტს, კონსტიტუციით, აქვს, არის ის, რომ კრიტიკულ მომენტში, ღმერთმა დაგვიფაროს, მთავარსარდლის ფუნქცია ევალება. ჩემი აზრით, ჩვენ რაღაცით უნდა გავთვალოთ, რამდენად შეძლებს ეს ადამიანი მთავარსარდლის მოვალეობის შესრულებას. გუნდმა რაც გადაწყვიტა, თეამ გაამართლა ის ნდობა. თუ გადაწყვიტა, გაამართლებს ალბათ", - ამბობს "ოცნების" წვერი ენძელა მაჭავარიანი.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თუ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და თეა წულუკიანს პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენს, ისინი მზად არიან, რომ მას მხარი დაუჭირონ.

წულუკიანის გარდა, არაოფიციალურად, პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განიხილებოდნენ, თუმცა ორივე მათგანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უარყო.

რამდენად დამაჯერებელია ინფორმაცია, რომ "ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატად თეა წულუკიანს დაასახელებს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "ძალიან ცუდი იქნება, კიდევ ერთი შეცდომა. რაც მეტ ასეთ შეცდომას დაუშვებენ, ალბათ როგორც ძალიან ცუდი ხელისუფლება, მით მალე წავლენ.

"წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, ვერ ივარგა, ბევრი უსამართლობა დაუშვა, გვაქვს სამარცხვინო სასამართლო. თუ რაიმე დანაშაულებრივ საქმეებთან ჰქონდათ მოსამართლეებს შეხება, ყველანი უვადოდ დანიშნეს. კატასტროფული მდგომარეობაა. ამათგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი."

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "ვფიქრობ, რომ საქართველო პრეზიდენტების არჩევაში ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან უიღბლო აღმოჩნდა. ერთ შემთხვევაში ცხრა წლის განამვლობაში გვყავდა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პრეზიდენტი, რომელიც ქართულ ეროვნულ ფენომენს გააფთრებით ებრძოდა და სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა.

"მეორე შემთხვევაში ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტი ფსიქიკურად გაწონასწორებულია, მაგრამ ამოჩემებები აქვს. ეს ამოჩემებები იმაში გამოიხატება, რომ ყოველ მეორე კანონს ვეტო უნდა დაადოს და არის გაუთავებელი ბაგირის გადაქაჩვა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის.

"რაც შეეხება თეა წულუკიანს, ვფიქრობ, ის თავისი განათლებით, თავისი დამოკიდებულებით ეროვნული პრობლემების მიმართ, რაც ჩემთვის მთავარია, ღირსეული პრეზიდენტი იქნება. არაფერი დაშავდება, თუ ჩვენი ხალხი ამ ექსპერიმენტსაც ჩაატარებს და ქალს აირჩევს პრეზიდენტად. ასე რომ, მე მხარს ვუჭერ თეა წულუკიანის კანდიდატურას."

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "არ ვიცი, პირველად მესმის. ვერ გეტყვით, რამდენად კარგი ან ცუდია. ზოგადად, რამდენადაც ვიცი, წულუკიანი კარგი მინისტრი და ადამიანია, მაგრამ ეს პრეზიდენტობისათვის საკმარისი არ არის, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ასახელებს თუ არა სამთავრობო ჯგუფს და რამდენად კარგი პრეზიდენტი იქნება."

 

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): "შესაძლებელია, რადგან, ჯერ ერთი, პროფესიონალია, როგორც იურისტი, მისი გავლილი გზით, ნამუშევარი ადგილებითა და სამსახურებრივი თანამდებობებით. ევროპაში, სტრასბურგში, დაიწყო მოღვაწეობა და იქ ჩაწყობით არაფერი ხდება.

"რაც შეეხება იმას, რომ ქალია და შეიძლება თუ არა, იყოს პრეზიდენტი, ეს მისაღებია და ძალიან გამიხარდება. რატომღაც წამოვიდა ტენდენცია, რომ მსოფლიო ქვეყნებში ქალები არიან პრეზიდენტები.

"კიდევ, მშვიდი ადამიანი ჩანს. მისი მშვიდი ტონი აგრესიული ხალის მიმართ ძალიან მომწონს. ძალიან მაგარი და საინტერესო იქნება. წარმატებას ვუსურვებ."

ჩაწერა სახელი
ლი (07.03.2018)
მიშველაძე! რა სამარცხვინო არარაობა ხარ, როგორ არ გრცხვენია შე უბადრუკო, თეას უპირატესობას რომ ანიჭებ , ალბათ იმიტომ, რომ შენსავით სამარცხვინო და ერთ ადგილას შემძრომია, მიშას ლანძღვა-გინებით ინარჩუნებს თანამდებობას და შენისთანა უღირსი ტიპები, გუნდრუკს აკმევთ ამ ტინგიცებს !ეს საწყალი - ნუცა ჯანელიძე, სასაცილო ტაკიმასხრა, რა დღეშია, მეცოდებით, ვიდრე თქვენისთანა აზროვნების ტინგიცები არ ჩაირეცხება, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას.მლიქვნელებო უნიტაზში!!!

ИНЦИТАТУС (05.03.2018)
Амбобен (ар вици ромелма идиотма тква) ром картвелеби брдзени халхиао. Ки батоно гетанхмебит (ваи чемс патронс) Маграм фактиурад ра мивигет; отхидан сами арис цминда цклис регвен-дегенератию, Вер витан Чарквианс маграм регвен-дегенерати намдвилад ар арис