ნინო ქეთელაური
(25.12.2017)

პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს კერძო ტელეკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ. მათი თქმით, ცვლილებები დარტყმას მიაყენებს კერძო მაუწყებლებს, რომელთა შემოსავალიც მნიშვნელოვანწილად კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხით განისაზღვრება. ისინი, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულების შესუსტებასა და კორუფციის საფრთხეზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო მაუწყებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც იზიარებენ.

ვეტოს უფლების გამოყენების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ არ საუბრობენ. თუმცა პრეზიდენტის პოლიტიკურ მდივან ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, რათა მან ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და ამავდროულად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პლურალისტური მედია არ დაზარალდეს".

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილების გაფართოებას მოწინააღმდეგეები მმართველ გუნდშიც ჰყავს. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას წამყვანმა საპარლამენტო კომიტეტმა - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტს მხარი არ დაუჭირა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არხის უფლებამოსილების გაფართოების აუცილებლობას მაუწყებლის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ახალი შენობის მშენებლობისთვის რესურსების მობილიზებასა და თანამშრომელთა ფინანსური მოტივირების საჭიროებას უკავშირებს.

უნდა დაადოს თუ არა პრეზიდენტმა ვეტო მაუწყებლობის შესახებ კანონს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "თუ ეს კანონი არ დააზიანებს სატელევიზიო სივრცის თავისუფლებას და ყველა ტელევიზია კონკურენტული იქნება, მაშინ არ უნდა დაადოს ვეტო, მაგრამ თუ თავისუფალ კონკურენციას ხელს შეუშლის, მაშინ შეიძლება ეს უფლება გამოიყენოს."

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "ვეტო უნდა დაადოს თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მე ის ვიცი, რომ ნამდვილად არ ვეთანხმები იმ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიკვეთოს განსაკუთრებით პატარა ტელევიზიებთან და მათი ინტერესების სფეროში შევიდეს. მას აქვს არაჩვეულებრივი დაფინანსება და სასათბურე პირობები. ის ვალდებულია, რომ იყოს საზოგადოებრივი ტელევიზია და ასახოს რეალობა. მის წესდებას არ სჭირდება არანაირი შესწორება, მხოლოდ წაკითხვა და სწორად შესრულება უნდა.

"ამიტომ, პირველ რიგში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ჯობია, ჯერ ამ მიმართულებით იმუშაონ, ვიდრე იმაზე, კიდევ დამატებითი სახსრები საიდან მოიტანონ."

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "მე ვფიქრობ, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ვეტო იმიტომ, რომ მათ ისედაც ბევრი ფინანსები შესდით და კიდევ დამატება უნდათ?! მაშინ რაღაც სხვა ფორმით მოხდეს, ან იმდენი ფინანსები არ უნდა მისცენ, რომ კერძო ტელევიზიებს რამე დაუშავდეს.

"თუ კანონში ცვლილებების შეტანა აუცილებელია, კი, ბატონო, მცირე დოზით დაეხმარონ ამ "გაჭირვებულ" საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ სხვებს ნუ მიაყენებენ ამით ზიანს."

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ძალიან მაბრაზებს ის ფაქტი, რომ ოპოზიცია შეკვეთას აძლევს პრეზიდენტს და ისიც მათი მითითებით აკეთებს ამას. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი ცუდია თუ კარგი, კარგად ვერ ვერკვევი, არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ახლა ოპოზიციის ჯინაზე არ დავადებდი ვეტოს."

ჩაწერა სახელი
ლი (06.01.2018)
გაბერილო ხურცილავას ასულო, როგორი ამაზრზენი დედაკაცი ხარ, მე შეგიყვანდი საქართველოს სანაქებო ქალების კვარტეტში : ბესელია, ნანა კაკაბაძე, წულუკა. არა და ძალიან მაინტერესებს, ვინ არის ეს ქალი, რომ წავლენ-წამოვლენ რეზონანსის ჟურნალისტები და ჭკუას ეკითხებიან! ეს თითოეული ჩვენთაგანის დაცინვაა!

დოდო–ს (28.12.2017)
სადაც არ გაწყობს ვერ ერკვები ხომ??ასეთ ელემენტარულ საკითხებს თუ ვერ ხვდები,რომ ჩამოჯდები ხოლმე თოქ–შოუებში და აფრქვევ "სიბრძნეებს" გამოდის რომ იქაც ბოდავ და საზომად მლიქვნელობა გაქვს აღებული!!

ლი (26.12.2017)
ჩვენო პუტკუნა დოდო! კი მარა სიზმარშიც იმას ფიქრობ, რომ გამოვიღვიძებ რა ახალი ჭორი შევთხზა ნაცებზე და მათ ლიდერებზე, ხოდა, როგორ მოხდა ამდენი ხანია მაუწყებლობის შესახებ მიდის საუბარი და მაინტერესებს სად ჭურში იჯექი, რომ არაფერი არ გაგიგია? როგორ მეცინება შენს ქლესაობაზე, შენისთანებს, რომ მუდმივად ჭკუას ეკითხებიან, სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნის უბედურება!!!!111111